კიდევ 1 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დავუდასტუროთ მეგობრობა ყალბ პროფილებს facebook ზე.
Category Archives: fail
ყალბი პროფილები = სპამერ მეგობრებს
არჩევნები 2010 myvideo.ge–ზე ანუ მორიგი სოციალური მედია მარცხი
სულ ცოტა ხნის წინ myvideo.ge მ საშუალება მისცა მერობის ყველა კანდიდატს ჰქონოდა საკუთარი ბრენდირებული არხი myvideo.ge ზე.

მაგალითად: myvideo.ge/kandidatis_gvari
ამ წინადადებას პირველი გოგი თოფაძის საარჩევნო შტაბი გამოეხმაურა
http://www.myvideo.ge/gogi_topadze/ და 6 დღეში 1379 ნახვა მიიღო.

რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა იმის ნაცვლად რომ მომხმარებელთან კომუნიკაციის ახალი არხი აეთვისებინათ მათ რატომღაც ჩათვალეს რომ Myvideo.ge ც ერთ–ერთი ტელევიზიაა სადაც მხოლოდ იმ ხალხის აზრის გადმოცემა შეგიძლია რომელსაც მოისურვებ ხოლო დანარჩენები და უბრალოდ ეთერში არ გაუშვა. :) ამიტომ მათ დაიწყეს კომენტრების გაფილტვრა.
ეს რამოდენიმე კომენტარი სავარაუდოთ რომელის წაშლაც ჯერ ვერ მოასწრეს.
პოტენციური ამომრჩევლის ეს უკმაყოფილება 6 დღის შედეგია. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორია :)
ჰუგო ჩავესს დასჭირდა 200 ადამიანი რომ ეკონტროლებინა საკუთარი ტვიტერი, რამდენი ადამიანი დასჭირდება თოფაძის საარჩევნო შტაბს ყველა არასასურველი კომენტარის გასაფილტრად?












